20 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პეკინის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა 

ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინის ქუჩაზე - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებულია ორი ახალგაზრდა ქალი, რომელის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მძღოლის იდენტიფიცირება სამართალდამცავებმა უკვე მოახდინეს და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

დღის ამბები