17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
უკრაინელმა სამხედრომ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

უკრაინელმა სამხედრომ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. შემთხვევა კიევის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ მოხდა. ჯარისკაცი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან მის დათხოვნას აპროტესტებდა, არმიის რიგებში აღდგენის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ კი, თავის დაწვა გადაწყვიტა.

სამხედროს შეჩერება მისმა კოლეგებმა სცადეს, თუმცა მან ცეცხლის წაკიდება მაინც მოახერხა. საბოლოოდ, ის მეხანძრეებმა გადაარჩინეს. 

პირველადი სამედიცინო დახმარება ყოფილ სამხედროს ადგილზე მისულმა მედიკოსებმა გაუწიეს.

დღის ამბები