კურორტი საირმე ამ დროისთვის, გარესამყაროს მოწყვეტილია. საირმესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ქვათაცვენის გამო ჩახერგილია და ხეობიდან გამოსვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი.
სამანქანო გზის იგივე მონაკვეთზე პრობლემა დაახლოებით ერთი თვის წინაც შეიქმნა, როცა გზის გაფართოების სამუშაოების გამო, კლდის მასივი ჩამოშალა. რას უკავშირდება მასობრივი ქვთაცვენა ამჯერად, ან როდის მოხდება საავტომობილი გზის გაწმენდა, უცნობია.