20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, მოქმედ და გათავისუფლებულ რწმუნებულებს შეხვდა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, მოქმედ და გათავისუფლებულ რწმუნებულებს შეხვდა.

შეხვედრას 9-ვე რეგიონის ხელმძღვანელი ესწრებოდა. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, შეხვედრა სამინისტროში ახალი უწყების შექმნას უკავშირდებოდა, ასევე დაემშვიდობნენ იმ გუბერნატორებს, რომლებიც პრემიერმა დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„იყო გარკვეული გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, ამ ხასიათსაც ატარებდა. ამავდროულად, დაგეგმილი იყო ბატონ სოზართან შეხვედრაც, უწყებრივად თუ რა გადანაწილება ხდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსა, გუბერნიის და ადმინისტრაციის ფუნქციებსა და ახლად შექმნილი სამსახურის მხრივ,“ - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე პროექტები და ერთობლივი მუშაობის პერიოდი შეაჯამეს. 

„იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩვენი მხრიდან, უბრალოდ შევაჯამეთ ის პროექტები და ის ოთხი თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ. ბატონ სოზართან გვინდოდა, რომ გადაგვებარებინა მისთვის, გუბერნატორებს მოეყოლათ ბატონ სოზარისთვის, თუ რა პროექტები ხორციელდებოდა ან რა პრობლემური საკითხები იყო რეგიონში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ფორმატიც იქნება შესაძლებელი და ბუნებრივია, ყველა ის გუბერნატორი, რომელიც დღევანდელი დღიდან, აღარ ასრულებს გუბერნატორის მოვალეობას, მაგრამ ბუნებრივია ექნებათ სოზართანაც და ჩვენთანაც კომუნიკაცია, გადაბარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები