20 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მაშველებმა დამწვარ სახლებში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს.

სტიქიის ზონაში დღეს იმყოფებოდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. მისი თქმით, ხალხის მიერ ტყის ზონაში უკანონო მშენებლობებმა მოახდინა საევაკუაციო მშენებლობების ბლოკირება, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

ხანძარი, რომელსაც საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

საბერძნეთს, ხანძრის ჩაქრობაში ევროკავშირის ქვეყნები დაეხმარნენ. სტიქიის ძირითადი კერები ამ დროისათვის უკვე ჩამქრალია. დაღუპულთა პატივსაცემად, საბერძნეთში, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

დღის ამბები