ალავიძე-ქუმსიშვილის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის სამსახურს მიმართა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მასალებს.
მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტთან დაკავშირებით, პროკურატურას უწყებამ მასალები უკვე გაუგზავნეს.
პროკურატურა, ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდით დაინტერესდა. ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროდანაც.