17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"საოცრებათა ქალაქი" - ცნობილი თანამედროვე ესპანელი მწერლის ცნობილი რომანის პირველი ქართული თარგმანი

ცნობილი თანამედროვე ესპანელი მწერლის პირველი ქართული თარგმანი - ედუარდო მენდოსას ყველაზე ცნობილი რომანი "საოცრებათა ქალაქი", ქართულად ლანა კალანდიამ თარგმნა.

წიგნის ავტორს ქართველი მთარგმნელი რამდენიმე თვის წინ შეხვდა.და უთხრა რომ მისი რომანი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნებოდა. ლანა კალანდია იხსენებს, რომ ედუარდო მენდოსას ეს ამბავი ძალიან გაუხარდა.

თანამედროვე ესპანელი მწერალი ლიტერატურული მოღვაწეობისთვის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, სერვანტესის პრემიის ლაურეატი გახდა. 

რომანი "საოცრებათა ქალაქი" დღემდე მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ესპანურ ნოველებს შორისაა.

დღის ამბები