საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს გიორგი მარგველაშვილი უახლოეს პერიოდში დაასახელებს. თუმცა ამ დრომდე უცნობია ეყოლება თუ არა მმართველ პარტიას - „ქართული ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ან ვის იქნება ის, ვისაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება აგვისტოს პირველ ნახევარში გახდება საჯარო.
"ქართულ ოცნებაში"აცხადებენ, რომ კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება და გუნდში ნებისმიერი სცენარი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის წევრების თქმით, პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება მიღებული.
„მე ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო თუკი ჩვენ დავუთმობდით არა ოპოზიციას, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატს, თუკი ის მისაღები იქნებოდა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. იქნება ვთქვათ კანდიდატი, რომელიც გააჩენს მოლოდინს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი იქნება სტაბილური, იქნება კოორდინაციაში სამთავრობო სტრუქტურებთან,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.