26 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს

მკვლელობა თბილისში. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცი, ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში, გარდაცვლილი იპოვეს. 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს.

შემთხვევა ერთ-ერთი კომპიუტერული მომსახურების კომპანიის ეზოში მოხდა, მოკლული მამაკაცი თავადაც ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო.

როგორც ცნობილია, სამართალმდაცველებს მკვლელობის იარაღი არ დაუდგენიათ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები