03 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
"სასარგებლო პოლიტიკური იდიოტი და პუტინთან დაკავშირებული ძალაა"-ოპოზიცია აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს

სალომე ზურაბიშვილის მორიგ განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი „გიჟი პრეზიდენტის ახირება იყო“ და სამხედრო შეტაკებები საქართველომ დაიწყო, ოპოზიცია ეხმაურება.  ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ეს განცხადება პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს. მისივე თქმით მოქალაქეები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს, ისინი პირდაპირ მოაწერენ ხელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის უკვე საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებას.

„იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რეალობაში პირდაპირ არჩეული სახელმწიფო  მოღვაწის, სახელმწიფო პირის ამ შემთხვევაში  პრეზიდენტის პოლიტიკა იქნება ის, რომ 2008 წელს საქართველომ და მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო საომარი მოქმედებები, ვფიქრობ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს რომ ჩვენ რეალურად ამით ხელს მოვაწერთ  იმას, რომ შეიქმნება საფუძველი საერთაშორისო სამართლის ქვეშ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისთვის და ჩვენ სამუდამოდ ფაქტიურად უარს ვიტყვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში ქართველი ხალხი რუსეთს შეუსრულებს საკუთარი ხელით დაკვეთას, რომ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის უკვე საერთაშორისო სამართლებრივი აღიარება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"სასარგებლო პოლიტიკური იდიოტი" - ასე აფასებს ომთან დაკავშირებით გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის პოზიციას. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ორივე მათგანი არის პუტინთან დაკავშირებული ძალა.

„ბურჯანაძე და ყველა პუტინთან დაკავშირებული ძალა, ან ცნობილი გამოთქმა, რომ ვიხმარო ლენინის დროინდელი სასარგებლო იდიოტი პოლიტიკური აი ამ ხაზს აწვება. და ის  იქამდეც პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ივანიშვილის რჩეული  ნებისმიერი კანდიდატის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ამ განცხადებებმა, ამ პოზიციებმა, რომელიც მანამდეც ჰქონდა ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელსაც ახლა ის პოლიტიკური უტიფრობით იმეორებს, ამან შესძინა დამატებითი დატვირთვა და ეს მართლაც უნდა იქცეს რეფერენდუმად ამ ხაზის  პირდაპირი მტრის სამსახურში ყოფნის ან სასარგებლო იდიოტიზმის საწინააღმდეგოდ და წერტილის დასასმელად პოლიტიკურად. ამიტომ დამატებით მნიშვნელოვანია ოქტომბერში არჩევნებზე მოსვლა და ამ ხალხისთვის კვალიფიკაციის მიცემა,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები