26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
ანკარა ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატივით გამოვიდა

ოფიციალური ანკარა შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატივით გამოვიდა. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ არასასურველ ნიშნულს მიაღწია.

ანკარა შეერთებულ შტატებთან ჯანსაღი ურთიერთობების მომხრეა და მზად არის ნორმალიზების პროცესისთვის, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან მუქარის ტონი და სანქციები ქვეყნისთვის მიუღებელია.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ამერიკელი პასტორი დააპატიმრა.

ამის გამო ვაშინგტონმა თურქეთს ჯერ სანქციები დაუწესა, მოგვიანებით კი, ლითონებზე საბაჟო გადასახადის ტარიფი გაუორმაგა.

ამ ფონზე ქვეყნის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ლირის კურსი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. 

დღის ამბები