26 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
ტყის ძლიერი ხანძრის გამო საბერძნეთის კუნძულ ეუბეაზე ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთის ხელისფლებამ ტყის ძლიერი ხანძრის გამო კუნძულ ეუბეაზე ევაკუაცია გამოაცხადა. ორი სოფელი, რომელსაც ცეცხლი უკვე მიუახლოვდა, ფაქტობრივად, უკვე დაცლილია.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. სტიქიის ზონაში დამატებითი ძალები და ავიაცია გაიგზავნა.

კრიზისების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, კუნძულზე რამდენიმე მაგისტრალი ჩაიკეტა.

ეუბეა ათენიდან 90 კილომეტრში მდებარეობს და ტურისტულ ზონას წარმოადგენს. ეუბეაზე საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა.

მაშველები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხანძრის გაჩენის რისკი ათენის ატიკის რაიონში ისევ მაღალია, სადაც ორი კვირის წინ სტიქიამ 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები