08 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
აშშ-ში რუსი ჰაკერების მორიგი კიბერთავდასხმა აღკვეთეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსი ჰაკერების მორიგი კიბერთავდასხმა აღკვეთეს.

კორპორაცია Microsoft-ის ცნობით, ამჯერად ჰაკერების სამიზნე პოლიტიკური ორგანიზაციები იყო, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი  და ჰადსონის ინსტიტუტი.

უსაფრთხოების სამსახურმა სამიზნეების ვებგვერდებთან მიმსგავსებულ ექვს დომენზე კონტროლი მოპოვა და ამით რუსებს გეგმა ჩაუშალა.

თავდასხმების უკან ცნობილ რუსულ ჰაკერულ ჯგუფს ფენსი ბეარს ასახელებენ.

გაზეთ The New York Times-ის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ჰადსონის ინსტიტუტიც ჰაკერებმა გამიზნულად შეარჩიეს, რადგან ორივე ორგანიზაცია დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები