26 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
ავსტრიაში მოთოვა - თოვლის საფარმა ქალაქ ზალცბურგში 50 სანტიმეტრს გადააჭარბა

ევროპის გაუსაძლისი სიცხეების ფონზე, ზაფხულის დასასრულს ავსტრიაში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის მთიან რეგიონებში თოვლი მოვიდა.

თოვლის საფარის სიმაღლემ საკურორტო ქალაქ ზალცბურგში 50 სანტიმეტრს გადააჭარბა. მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აგვისტოში უამინდობა მათთვის უჩვეულო არ არის, თუმცა,  მსგავსი დიდთოვლობა არ ახსოვთ.

 

დღის ამბები