აქცია-პერფორმანსი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით - სასწავლებლის წარმომადგენლებმა დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან "ადმინისტრაციული კოდექსიდან" ამონარიდები წაიკითხეს.
აქცია-პერფორმანსით სტუდენტებმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საბჭოს მთავარი პრეტენზია, რაც ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, უნივერსიტეტმა უკვე გამოასწორა და დავალიანება სრულად დაფარა. ამიტომ ახლა სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ხმამაღლა "ადმინისტრაციული კოდექსის" სწორედ იმ მუხლებს უკითხავდნენ, რომლითაც მათ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლიათ.