17 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ტეხასის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

ტეხასის აეროპორტში, სამხრეთ-დასავლეთის ავიახაზების რეისს, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, დაშავებულები არ არიან, თვითმფრინავი კი მომხდარიდან მალევე კარიბჭესთან დაბრუნდა.

შიდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დროებით დაიხურა, თუმცა მალევე გაიხსნა.

დალასის პოლიცია მომხდარ ინციდენტს იძიებს.

ოფიციალურად არ გავრცელებულა დეტალები ინციდენტის გარემოებების შესახებ, მაგრამ ადგილობრივმა ტელეკომპანია WFAA-მ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ფაქტი შემთხვევით სროლას უკავშირდება.

გამოცემა ადასტურებს, რომ რეისზე 99 ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები