17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
თამბაქოს მომხმარებლებისთვის დღეიდან დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა

თამბაქოს მომხმარებლებისთვის დღეიდან დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა - პირველი სექტემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ვიტრინებში განთავსება და მანქანიდან გადმოსვლის გარეშე სიგარეტის შეძენა.

ასევე თამბაქოს მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან, რომ კოლოფზე დიდი ზომის პიქტროგრამები განათავსონ, სადაც ის დაავადებები იქნება ასახული, რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.

რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 2 ათასი ლარია, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 4 ათასი ლარი.

„პირველ რიგში, იკრძალება ვიტრინებსა და ვიტრაჟებზე თამბაქოს პროდუქტის გამოდება, ასევე თამბაქოს ბრენდირებული აქსესუარები, ბრენდირებული თუ იქნება, ამ შემთხვევაში იკრძალება მათი გამოდება. ასევე იკრძალება მანქანიდან გადმოუსვლელად თამბაქოს პროდუქტის შეძენა, ეს ე.წ. DRIVE TOBACCO-ს ეხება. ამ შემთხვევაში მათ ეკრძალებათ ტრასის მხრიდან თამბაქოს რეალიზაცია, თორემ მთლიანად თამბაქოს რეალიზაცია არ ეკრძალებათ,“ -  განაცხადა საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორმა, გიორგი ბახტურიძემ.

დღის ამბები