17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"დაიწყეს პოლიტიკური თავდასხმები" - საგამოძიებო კომისიის სხდომის ბოიკოტირების გამო, ბოკერია "ოცნებას" აკრიტიკებს

"მმართველი გუნდი მოუმზადებელი იყო და სწორედ ამიტომ გამოუცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომას ბოიკოტი," - ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, გააკეთა.

არასრულწლოვანების საქმეზე კომისიის დღევანდელ სხდომას ქართული „ოცნება არ დასწრებია. მიზეზი კი ის დასკვნაა, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

საუბარია საქმეში არსებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მ.კ. -ს მონაწილეობაზე, რომელიც, როგორც დასკვნის მიხედვით იკვეთება, ჩხუბში გარკევული ნივთის გამოყენებით მონაწილეობდა და არა მუშტებით, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ისინი ვერ ასაბუთებენ საკუთარი გაღიზიანების ზუსტ მიზეზს.

„თუ ჰგონიათ, რომ ბოიკოტირებით დაფარავენ იმას, რომ მოუმზადებლები  იყვნენ და არ არიან მზად საკუთარი, ჩემთვის გაუგებარი აღშფოთების კვალიფიკაციურად  გამოსახატად დღეს, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ ბოიკოტირება პირიქით ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი აღშფოთდნენ პროექტით, რაც არ დაუმალიათ გუშინ საჯაროდ. დაიწყეს საჯაროდ ჯერ შიდა განხილვამდე პოლიტიკური თავდასხმები და დღეს სადაც მათ უნდა გამოეხატათ, თუ რაში მდგომარეობს ამ აღშფოთების  რეალური კვალიფიციური მიზეზი, არ არიან მზად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები