17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
737 ათასი ლარი მინისტრის ძმის კომპანიას - IDFI-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება

IDFI-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება. საქმე ეხება საკმაოდ სოლიდურ თანხას, 737,000 ათას ლარს, რომელიც 2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო.

მილიონამდე ლარი თბილისში, ლეონიძის N3-ში მდებარე შენობა - ნაგებობების მდგრადობის დასადგენად იყო საჭირო. IDFI-ში ამბობენ, რომ სამუშაოები გრაფიკის დარღვევით შესრულდა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, არის ხარვეზები. გარდა ამისა, ორგანიზაცია საგარეო უწყებას რამდენიმე პრეტენზიას უყენებს.

„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმეს ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა ხელშეკრულებამდე მფლობელი არის მინისტრის მოადგილის ძმა. შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ შესყიდვით, საინტერესოა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროდან აზრის მოსმენა, თუ რატომ დაინტერესდნენ, რომ ეთანამშრომლათ ამ კომპანიასთან,“ - ამბობს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე.

დღის ამბები