არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა - პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არა აქვს. რუსთავი2-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
„მინდა, წავიკითხო, როგორ იხსენიებს თვითონ და არა რუსთავი2-ის ტერმინებით... არ მაინტერესებს,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
უპასუხოდ დარჩა კურიერის მეორე შეკითხვაც, რომელიც ევროკავშირის მოწვეული ექპერტის, ნონა მიხელიძის, კრიტიკული ანგარიშის შეფასებას შეეხებოდა.
„მისი მოხსენება არ მომისმენია, არ წამიკითხავს ეს დოკუმენტი. მოვისმინე ახლახანს მანქანაში, რომ იყო ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები, თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. როცა წავიკითხავ, ვნახავ რა დასკვნები აქვს თავის მოხსენებაში, მერე გეტყვით ამის შესახებ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ მწვავე ანგარიში მოამზადა.