17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
დაპირისპირება სამხედროებს შორის - სერგო ჯიმშერაშვილის ცემისა და გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი პატიმრობაში რჩება

ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ირაკლი სამხარაძე პატიმრობაში დატოვა.

დანარჩენი 4 ბრალდებული 5 ათას ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედროები ერთმანეთს ფიზიკურად 25 მაისს დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

დაშავებულო 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ირაკლი სამხარაძეს ბრალი სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის წარედგინა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანარჩენ ოთხს სამხედროს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

დღის ამბები