საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. 73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე სულ 21 822 ვაკანტურ ადგილი იყო, განაცხადი კი 29 797 კონკურსანტმა შეიტანა.
წევრთა არჩევის პროცესი საოლქო კომისიებში 8-12 სექტემბრის გაიმართება.
ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.