ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე ახალგაზრდა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა კონცერტი გამართა.
ალადაშვილმა ორი კვირის განმავლობაში მოძრავ სცენაზე დამონტაჟებულ პიანინოთი იმოგზაურა და მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე კონცერტი ჩაატარა.
დღევანდელი კონცერტი კი სიმბოლურად ენგურზე გაიმართა იმ იმედით, რომ მსგავს კონცერტებს ენგრის გაღმაც გამართავს მომავალში.
დასკვნით კონცერტს ალადაშვილი 22 სექტემბერს თბილისში გამართავს.