ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში - ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც სომხეთის მოქალაქე იყო.
შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.