განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კანაფის“ უკანონო დათესვის, მოყვანისა და მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
"სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარუდგინა,“- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.