„შევიტანეთ 73 ათას რაღაცა ხელმოწერა,“ - სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერების ხელმოწერები შეიტანა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მან 73 ათასზე მეტი ხელმოწერის მოგროვება შეძლო.
სალომე ზურაბიშვილის ქართული ოცნების მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ ელოდება.
„მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ყველას ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების მოგროვებისთვის, ძალიან ბევრი ღამე ათიეს ამ საქმეში. მინდა, ასევე მადლობა მოვახსენო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და ამით მომცა საშუალება, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირდეს ამ დღეებში. მინდა, მაინც მადლობა მოვახსენო იმათაც, ვინც არ მოაწერა ხელი ან ვერ მოაწერა, ან არ უნდოდა ხელის მოწერა, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც," - განაცხადა ზურაბიშვილმა.