21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ტელეკომპანია ”იბერია“ ხვალ მაუწყებლობას სამი საათით შეწყვეტს - თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

ტელეკომპანია ”იბერიას“ თანამშრომლები ხვალ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

ვახო ხუზმიაშვილის თქმით, მაუწყებლობა სამი საათის განმავლობაში შეწყდება და მსვლელობით „ქართული ოცნების“ ქმედებებს გააპროტესტებენ.

„ხვალ, ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის კანცელარიის მიმართულებით. ამიტომ, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან გათიშული იქნება ჩვენი მაუწყებლობა. ჩვენ გავაპროტესტებთ ერთად იმას, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება,“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე მესამე დღეა, რაც გადავიდა. არხის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

 

დღის ამბები