17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებენ" - "ქართული მარშის" წევრებმა პოლიციის სამმართველო საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ დატოვეს 

თბილისის მთავარი სამმართველო „ქართული მარშისა“ და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ დატოვეს.

ისინი სამართალდამცველების კითხვებს, რომელიც გურამ კაშიას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს ეხებოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ამ გამოკითხვის ერთადერთი მიზეზი საქართველო-ლატვიის ნაკრებების თამაშის დროს დაგეგმილი აქციისთვის ხელის შეშლა იყო.

„სახლიდან როგორც გამოვედი გადაგვაყენეს, ჩაგვსვეს მანქანაში და მოგვიყვანეს სამმართველოში, თამაში მორჩა გამოგვიშვეს. გაგვარიდეს თითქოს იმას, ისეთ უკანონო ისედაც არაფერი არ იგეგმებოდა. ეს არის უბრალოდ შიში, შიში გურამ კაშიასი და ლევან კობიაშვილის. ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებენ. იმასაც დაგიანონსებთ, რომ ევროპაშიც რომ იქნება თამაშები იქაც ჩვენს ემიგრანტებთან ჩვენ ამ სიტუაციას მაინც დავგმობთ,“-განაცხადა „ქართლი მარშის“ ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, პირების გამოკითხვა გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები