17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ხელისუფლება დაკავებულია ბიზნესის ტერორით" - გრიგოლ ვაშაძე "იბერიას" საქმეში ჩართული მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი „იბერიას“ საქმეს ეხმაურება და იმ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს, რომლებიც სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურირებენ. საუბარია, გავრცელებულ ორ ჩანაწერზე, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფიგურირებენ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში და დაკავებულია ბიზნესის რეკეტით.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ხელისუფლება დაკავებულია ე.წ. ოფშიაკის შეგროვებით.

„მოხდა სრულიად უპრეცედენტო ფაქტი , პირველად ჩვენ მივიღეთ მტკიცებულება, რომ ე.წ. ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი პირები ეწევიან ღია რეკეტს ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ ამ მტკიცებულების შემდეგ  გვაქვს უფლება მოვითხოვოთ რომ ეს პირები იქნენ დაკავებული . პროკურატურამ აღძრას საქმე და ყველაფერი წარიმართოს ისე როგორც ამას ითხოვს  კანონმდებლობა განსაკუთრებით ის ნაწილი რომელიც ებრძვის კორუფციას. ყოფილი მინისტრი  მიდის ბიზნესმენთან და ეუბნება შენ გაქვს დავალიანება და ორ მილიონს თუ გადაიხდი და ტელევიზიას გვაჩუქებ მაშინ დავალიანება არ გექნება. ანუ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით რომლითაც ეს ხელისუფლება არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე არ აინტერესებს ეს ადამიანები კიდევ იმას ბედავენ, რომ დაატერორონ ბიზნესი და თავისუფალი მედია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები