17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი" - ოპოზიცია მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზაციის საფრთხეებზე საუბრობს

„საქართველოდან  ციტრუსი ვერ გაგვაქვს ექსპორტით, ჩაი ვერ გაგვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ასი ახალი საწარმო აგვეშენებინა, თურმე, გვექნება მარიხუანის მწარმოებელი ასი ცენტრი,“ - ასე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიცია მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას.

თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა, ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, კანაფი მხოლოდ ექსპორტზე არ გავა.

„აქ სრულიად აშკარაა, რომ ქვეყანა ხდება ნარკოტიკების წარმოების და ნარკოტიკების ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი კერა მსოფლიოში და ვისაც ჰგონია, რომ ეს მარტო ექსპორტზე გავა, ძალიან ცდება,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი კი სარფიან ბიზნესზე საუბრობს, რაც ამ თემით დაინტერესების მიზეზი გახდა.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ფორმით კანონის მიღებას ვერ შეძლებს.

„ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი და ნამდვილად ასე არის. მარტო სამედიცინო მარიხუანა რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი მთელ დედამიწაზე. მილიარდობით დოლარს აღწევს უკვე და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ეს ჩაიგდონ ხელში და ახლავე ვამბობ, რომ არ გამოუვათ,“ - განცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

დღის ამბები