04 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეისთვის არის ჩანიშნული.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.

საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, დაახლოებით 8 თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მათ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა.

დოლიძის ინტერესებს სასამართლოში საია წარმოადგენს.

„მოვიპოვეთ ყველა მტკიცებულება ჩემი ადამიანის უფლებათა საქმიანობის შესახებ იმის საჩვენებლად, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა უსინდისოდ მოიტყუა. წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება დაწყებული იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია ჰოლანდიურია, დამთავრებული ჩემი ამერიკაში საქმიანობით“-ამბობს ანა დოლიძე.

დღის ამბები