თბილისის საერთასორისო კონფერენციაზე დღეს დილიდან ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. გიორგი მარგევლაშვილმა მმართველი გუნდია მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმაზე ისაუბრა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპაციის თემაზე.
"მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა ჩემი მთავარი გზავნილი იყო, "ქართულ ოცნებას" როგორც მმართველ პარტიას, არ უნდა ჰყოლოდა პრეზიდენტობის კანდიდატი. თავს ვიკავებდი ჩემს კანდიდატობაზე მელაპარაკა და კონკრეტულად დამესახელებინა საკუთარი თავი. მე ვამბობდი მხოლოდ იმას, რომ მათ არ შეეძლოთ დაესახელებინათ "ქართული ოცნების" კანდიდატი ყველგან. ამით შევქმენი ოპოზიციისთვის თანაბარი სათამაშო მოედანი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, ის უნდა ჩადიოდეს მსოფლიოს ყველა დედაქალაქში და ამბობდეს რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი აგრესორის ქმედების გასამართლებლად, ჯარისკაცი, რომლიც იარაღით იცავს ტავის ქვეყანას, ეჭვქვეშ ქვეშ არ უნდა დადგეს,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილს დაუსვეს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ამ ერთ ადამიანს აქვს ძალიან დიდი როლი მიმდინარე პროცესებში.
"ძალიან სენსიტიური კითხვაა და იქნებ გვიპასუხოთ?," რაზეც მარგველაშვილმა მოკლედ უპასუხა:
"რატომ, არის სენსიტიური თემა, ჩემი "გერლფრენდი" კი არაა."