17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ისევ ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ტელეკომპანია „იბერიას“ მისამართით - არხის თანამშრომლები მესამე სექტორს ხვდებიან

ტელეკომპანია “იბერიის” გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიის თანამშრომლები სამოქალაქო სექტორს მიაწვდიან. არასამთავრობო ორგანიზაციები იმ აუდიო მასალასაც გაეცნობიან, სადაც საუბარი შეეხება ტელევიზიის დათმობას. ჟურნალისტები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და სამოქალაქო სექტორს თავისუფალი მედიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„უნდა მივაწოდოთ არხზე შექმნილი ურთულესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპისთვის ისევ ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ტელეკომპანია „იბერიას“ მისამართით. ჩვენ ყველაფერს  ვაკეთებთ ჟურნალისტები, რომ მოვახერხოთ მაუწყებლობა და არ გავაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა. ხელისუფლების  გარდა ამ ქვეყანაში ყველამ გაიგო რა მდგომარეობაშიც არის ტელეკომპანია „იბერია. ეს მოხდა იმის გამო, რომ „ომეგა ჯგუფი" არ გაურიგდა ხელისუფლებას, არ მისცა ტელეკომპანია,“-განაცხადა იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კი აცხადებს,  რომ სიმართლის დადგენა შეუძლიათ საგამოძიებო ორგანოებს და ყველა ვინც ფლობს ინფორმაციას, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა სულხან სალაძის თქმით, მიუხედავად ბიზნეს დავისა მედიასაშუალებას საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. 

დღის ამბები