17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ივანიშვილის ეზოში ასწლოვანი ცაცხვის გადატანის გამო, სოფელ გურიფულის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

ხობის რაიონის სოფელ გურიფულის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ხის გადატანაა.

ასწლოვანი ცაცხვი ხობიდან ყულევის ტერმინალში გადააქვთ, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ივანიშვილის ეზოში, ე.წ. დენდროლოგიურ პარკში მოხდება. ამის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები, მთელი ღამის განმავლობაში, ელექტროსადენების დემონტაჟს ახდენდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა, რომელიც ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა, მხოლოდ 100 ტონამდე ტვირთვისთვის არის განკუთვნილი, ასწლოვანი ხე კი 200 ტონაზე მეტს იწონის.

ხობის რაიონის მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების გაძვირების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო რესურსის ხარჯვასაც აპროტესტებს.

დღის ამბები