19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ვინ დაწერა ვერ ვიცანი - მეუფე იაკობი საპატრიარქოს გავრცელებულ წერილს ეხმაურება, სადაც პატრიარქი სასულიერო პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ილია მეორე სასულიერო პირებს სიმშვიდისკენ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ აღნიშნული წერილთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო არც თავად და არც პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო.

მეუფე აცხადებს, რომ ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა, არც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერას არ ჰყავს.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ უცნობია, ვინ დაწერა აღნიშნული ტექსტი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ პატრიარქი ამ განცხადებას იზიარებს.

„ვინ დაწერა, ვერ ვიცანი. პატრიარქი ვიცით, აბსოლუტურად, გრამატიკულად საუბრობს, ჩვენც ხშირად ჩაგვისწორებს ხოლმე საუბარში ბევრ რამეს. შეიძლება, თქვა და სხვამ მასე დაწერა, მაგ სიტყვებით დაწერა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე არ გამორიცხავს, რომ უწმინდესთან მთავრობის შუამავალი მისულიყო.

„მაგ განცხადებას პატრიარქი ემხრობა, მაგ თემაზე ვისაუბრე პატრიარქთან და განცხადება თვითონ, სიტყვები შეიძლება არ ჰგავდეს, მაგრამ პატრიარქის გულიდან ამოსულია,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები