„მერწმუნეთ, დასატოვებელი ჩვენ არ გვექნება არცერთს ქვეყანა,“ - ასე ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტის მიერ შაბათის კურიერთან მიცემულ ინტერვიუს, სადაც მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყნის დატოვებას არ გამორიცხავს.
მეუფე იაკობის თქმით, საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის კრიტიკას არ შეეგუება.
„მერწმუნეთ, დასატოვებელი ჩვენ არ გვექნება არცერთს ქვეყანა. თუ გაილაშქრეს ეკლესიის წინააღმდეგ, როგორ გგონიათ, ეკლესია თავს ვერ დაიცავს და ხალხი ეკლესიას მასე გადაუგდებს ვინმეს საჯიჯგნად?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.