არა რეკეტს და კორუფციას! - ამ ლოზუნგით აქცია, მთავარ პროკურატურასთან იმართება.
საგამოძიებო უწყებასთან გაერთიანებული ოპოზციის წევრები და მხარდამჭერები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები საგამოძიებო უწყებისგან რეაგირებას მოითხოვენ იმ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საიდანაც მათი თქმით, ნათლად ჩანს ბიზნესის რეკეტისა სახელისუფლებო სქემა.
როგორც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრები ამბობენ, სკანდალური ფაქტების გასაჯაროების მიუხედავად, მთავარი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე უმოქმედოა.
„ბიძინა ივანიშვილი როგორც მართავდა საკუთარ ბიზნესს თაღლითობით, ქურდობით, როგორც იშოვა მილიარდები, ისევე მართავს ქვეყანას - ადამიანების რეკეტით, ყაჩაღობით და ძარცვით,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.