საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. პრემიერის განცხადებით, შეხვედრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"შევეხეთ გაეროს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ვისაუბრეთ სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც ჩვენი მხარე სამშვიდობო მიმართულებით ახორციელებს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გუტიერეშს ნაყოფიერი შეხვედრისა და პრინციპული მხარდაჭერისთვის,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.