17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ," - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ეს არის კანონსაწინააღმდეგო, რასაც სჩადიან დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ," - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, რუსთაველის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა. 

რუსთაველის გამზირზე, ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს. დავით სარალიძის მამის დაკავება იმ დროს სცადეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მანქანით მიდიოდა, სადაც კარავი ჰქონდა და რომლის გაშლასაც ის პარლამენტის წინ გეგმავდა.

„ეს არის კანონსაწინააღმდეგო რასაც სჩადიან დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ,  მე არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი. ერთი ცხადია, რომ ყველაფერს აკეთებენ რომ ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ იყოს გამიზნული,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მანამდე არ შეწყვეტენ აქციებს, სანამ ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვისაც კი რაიმე დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე, დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირების მოთხოვნას აპირებენ.

მალხაზ მაჩალიკაშივლი ამბობს, რომ განმარტება იმასთან დაკავშირებით, სად არის მათი ნივთები, მათ შორის კარვები, მათთვის არავის გაუკეთებია.

„ისინი არ გვაძლევენ არასდროს არანაირ განმარტებას, ისინი მუშაობენ არასამართლიანი გზით. ამ ხელისუფლებას, ისინი არიან უკვე კრესლოებს ჩაჭიდებულები. ისინი ფიქრობენ, აქ კარვები დაიდგმება, ხალხი გამოვა, თავიანთ სავარძლებს დაკარგავენ. ქვეყანა არის ფეხზე წამომდგარი, მთელი საქართველოს მოსახლეობა არის ჩვენ, ორი ადამიანის გვერდით,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები