17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ვიცავთ მართლწესრიგს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია"- გახარია კარვების ჩამორთმევასა და სარალიძის დაკავების მცდელობაზე 

რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, თბილისში, ხორვას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს, შს მინისტრი ეხმაურება. 

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოხდინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ერთ მნიშვნელოვნად და აქ ორი აზრი არ არსებობს ჩვენ ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ ავხსენით და  დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა ჩვენ ხომ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპონენტზე პასუხისმგებელი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, რა თქმა უნდა ჩვენ მართლწესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით რომელიც გაგვაჩნია,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა კარვების შეტანის უფლება არ მისცეს.  პოლიციამ სარალიძის ავტომობილი გააჩერა და მას კარავთან ერთად პლედებიც ჩამოართვა. სამართალდამცველებმა სარალიძის დაკავებაც სცადეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები