ხუდადოვის ქუჩაზე შუქნიშნის დაყენების მოთხოვნით ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივების თქმით, ავარია ხუდადოვზე გუშინ მსხვერპლით დასრულდა. ადგილზე დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 3 ადამიანი კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.