08 დეკემბერი 2024,   07:18
ვრცლად
50 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები ჰაკერების ხელში - Facebook-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

Facebook-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შედეგად 50 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა. სწორედ ამ რაოდენობის მომხმარებლის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი სოციალური ქსელის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის დროს.

პრობლემა ქსელის ერთ-ერთ ფუნქციაში რამდენიმე დღის წინ გამოავლინეს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართეს.

Facebook-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ხარვეზი ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, თუმცა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ კიბერშეტევის პოტენციური მსხვერპლნი.

 

დღის ამბები