17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით, რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში"-ზაზა ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებების წარდგენას შეძლებს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ასევე ქვეყნის არაფორმალური მმართველის წინააღმდეგ, რომელიც მას არეკეტებდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, ჩამონათვალს შორის არის აუდიო ჩანაწერები, კონკრეტული თანხის გადარიცხვის ქვითრები და ა.შ.

„მტკიცებულებები არის საკმაოზე მეტი, იმის ჩათვლით, რომ არის გადარიცხვაც, არის თანხაც, არის დარღვევები და მის შემდეგ არის მანქანები, არის პიროვნებები ვისაც მიაქვს... ამაზე მეტი რაღა არის საჭირო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, "შესაძლოა თუ არა სკანდალურ ჩანაწერებს შორის არსებობდეს ბიძინა ივანიშვილზეც კომპრომატები, ანუ ჩანაწერი სადაც ისმის მისი ხმა," ზაზა ოქუაშვილი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს.

„შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით,  რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში,“-განაცხადა ოქუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები