17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
„ყველა საყვედურში, სადაც ითქმებოდა "იბერია," ასევე სალანძღავი სიტყვა იყო "რუსთავი2" - ზაზა ოქუაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს ყვება

„ყველა საყვედურში, სადაც ითქმებოდა "იბერია," ასევე სალანძღავი სიტყვა იყო "რუსთავი 2" რომ თქვენ "რუსთავი 2"-ს გადააჭარბეთ ბევრ საკითხში,“-ეს განცხადება ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებთან" საუბრისას გააკეთა. მან გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრისას, ყოფილმა პრემიერმა არაერთხელ ახსენა "რუსთავი 2" და მას უთხრა, რომ მალე იბერია „რუსთავი 2“ გახდებოდა.

„ჩვენ მივიღეთ კომპლიმენტად რომ გავხდებით პოპულარული, როგორც ჩანს ასპექტი სხვა იყო,“-განაცხადაქ ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით "რუსთავი 2"-ზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გვერდი ვერ აუარა ქიბარ ხალვაშს.  

„შეხვედრის დროს ქიბარ ხალვაშს ვერ აუარა გვერდი ბატონმა ივანიშვილმა. მითხრა რომ ძალიან კარგი ბიჭია და მაშინვე ვუთხარი მე რომ ქიბარს ჰქონდა ცუდი როლი 2004-ში და სწორედ იფილტრება პარტია და ერთ ერთი ვინც არასწორად იარა ეს იყო ხალვაში და ოქრუაშვილი, რომლებმაც გაუფუჭეს სახელი პარტიას,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და გაიხსენა, რომ წინა ხელისუფლების დროს, მასთან ტელევიზიაზე სასაუბროდ სწორედ ქიბარ ხალვაში მივიდა ოქრუაშვილის დავალებით.

დღის ამბები