17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" საქმე - ნატო ჩხეიძეს პროკურატურაში ელოდებიან 

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატი გამომძიებლებისთვის დეტალურად აპირებს იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მაინც მივა.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი რამდენიმე კომპანიის დირექტორი უკვე გამოიკითხა.

„ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს იმ გაგებით, რომ გამოკითხვებისას აწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას გამოძიებას. პლუს ამას გამოძიება ჩანაწერებზე ნიშნავს ექსპერტიზას ავთენტურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი და ინფორმაცია აქვს პროკურატურას და გამოძიებას. მათ უკვე პოლიტიკური ნება უნდა ეყოთ, რომ რეალურად დააყენონ პასუხისმგებლობა იმ პირების, რომლების სავარაუდო დანაშაული პირდაპირ იკვეთება,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები