ალკაპონეების კრიმინალური ბანდა - ასე მოიხსენებს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი. ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში ჰყვება რომ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ირაკლი ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არა ერთი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ ”სამართლიანობის აღდგენის” ნაცვლად ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.
ოქუაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ოლიგარქი ფარცხალაძისა დაა გახარიას დახმარებით მას ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ”ატკატებს” ითხოვდა.
„ისინი ნადირობდნენ ბიზნესებზე. ისინი არიან, ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი. იყო პრობლემა ჩემს ბიზნესში, დამპინგი, რომელიც მიმართულად გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ.
კონკრეტულად ამბავი და ისტორია იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით. ოფიციალურად დავიქირავეთ ჩვენ. ვუხდიდით ჩვენ საკმაოდ. მალე ავუღე ალღო, რომ ეს უფრო მოგზავნილს ჰგავდა მისი მოქმედებებიდან გამომდინარე.
როდესაც მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა, ეტყობა მომწიფდა საკითხები. მე რა თქმა უნდა გულახდილად ვუთხარი პრობლემები წარმოების.
ბიძინასთან იჯდა გახარია, მაშინ იყო ბიზნესომბუდსმენი გახარია და ყურადღებით უსმენდა, სხვათა შორის გახარიას ჰქონდა ინფორმაციები რა გაჭირვება იყო. პირველი შეხვედრის შემდეგ ის არის მობილიზებული რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე, თუ რამე თავისუფალია, ივანიშვილზე ვსაუბრობ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.