უკანონო სააგიტაციო მასალის გავრცელება - მოძრაობა ”ძალა ერთობაშია"-ს ინფორმაციით, მოქალაქემ გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გმირთა მოედნის მიმდებარედ გააკრა.
თვითმხილველების თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ”ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტების დანახვის შემდეგ ისინი მიიმალნენ.
გიორგი მანჯგალაძე აცხადებს, რომ ის პლაკატებს მარტო აკრავდა და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს.
„სახეზე გვაქვს კონკრეტული სამართალდარღვევა. უკანონო სააგიტაციო მასალის გავრცელება. უნდა დადგინდეს ვინ არის ეს სამართალდამრღვევი პირი ვისი დაკვეთით ავრცელებს ამ პლაკატებს“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.