სასამართლო საქმეების ელექტრონული გადანაწილების წესში არსებულ ხარვეზებს დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამ წესში სასამართლოს თავმჯდომარეების უხეშ ჩარევას ასახელებს.
მისი თქმით, თავმჯდომარეები მოსამართლეებისთვის დაწერილი კონკრეტული საქმეების წინასწარ დადგენას ცდილობენ, რაც საბოლოოდ სასამართლო ხელისუფლებაზე უარყოფითად აისახება.
"ჩვენს წინაშე წარმოდგენილი ორი ანგარიში აჩვენებს რომ ელექტრონულად გადანაწილების სისტემაში ბევრი ხარვეზია. ერთ-ერთი პრობლემა თავმჯდომარეების დიდი ძალაუფლებაა , რომ წინაწარ დაადგინოს, რომელ სამ მოსამართლეს დაეწერება საქმე"-ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.