ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, ერთობლივ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. კოდექსი პროფესიული და ეთიკური ნორმების შესახებ, დაცვის შეთანხმებას გულისხმობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს ასევე, კომენტარი გააკეთა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
„დოკუმენტი ღიაა ყველა იმ მათგანისთვის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ვინც უერთდება იმ პრინციპებს როგორიცაა კანონის პატივისცემა, გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ცხადია პროფესიონალიზმის პრინციპები. პროცესები არის ძალიან გამჭვირვალე. ყველა პროცესი, სხდომები იყო ჩატარებული აბსოლუტურად ხელმისაწვდომი როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. პროცესის სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტები ან საფუძვლები არ არსებობს,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.