ტაქსის მძღოლებისთვის 1 ოქტომბრიდან, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდა. სპეციალური დოკუმენტის არქონის შემთხვევაში მძღოლი წესების დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდება.
მერიის ამ გადაწყვეტილებას დღეს თავად ტაქსის მძღოლები აფასებდნენ. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ლიცენზიაში გადახდილი თანხა დამატებითი ხარჯია და რეალურ დადებით შედეგს ვერ გამიღებს.
ლიცენზიის ღირებულება 100 ლარია შეღავათებით ისარგებლებენ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების მფლობელები. მათი ნაწილი ასევე ავტომობილის გადაღებვასაც არ ემხრობა და ამბობს, რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებით.